Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო ვალის შესახებ article 30 ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილება. 1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული სახსრები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადებით შეიძლება გაუნაწილდეს საქართველოს საფინანსო დაწესებულებებს. 2. ვალად აღებული სახსრების დაბრუნების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფინანსო დაწესებულებებს შორის დადებული ხელშეკრულებებით, რომლებითაც დადგენილია სამინისტროსათვის გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი, საპროცენტო განაკვეთზე მარჟის ლიმიტი, რომელიც შეიძლება გადაახდევინოს ეკონომიკურ აგენტს საფინანსო დაწესებულებამ, აგრეთვე სახსრების მიღებისათვის შერჩეული ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და მხარეთა სხვა ვალდებულებები. სამინისტროსა და საფინანსო დაწესებულებებს შორის ვალის შესახებ დადებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, თუ რომელი ვალუტით იქნება გაანგარიშებული და დაბრუნებული ძირითადი თანხა და შესაბამისი პროცენტები. |