FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  4

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანა.
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანაა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაიცვას:
    ა) საქართველოს პრეზიდენტი;
    ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოების თანამდებობის პირები;
    გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები და მათი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად;
    დ) საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მნიშვნელოვანი პირები;
    ე ) წესრიგი საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანო თა და თანამდებობის პირთა სამუშაო , მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე   თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. საკუთარი ამოცანების გადასაწყვეტად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყენებს კავშირგაბმულობის სპეციალურ, სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებებს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  4

3. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოები (უფლებამოსილი თანამდებობის პირები) თავიანთ მფლობელობაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე აწესებენ რეჟიმს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.
4. აკრძალულია სახელმწიფო  დაცვის  სპეციალური  სამსახურისა და მისი თანამშრომლებისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება, გარდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.