FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  41

საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი.
1. ამ მუხლის მიზნისთვის:
    ა) იდენტური საქონელი არის საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს;
    ბ) მსგავსი საქონელი არის საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს;
    გ) იმავე კლასის ან ტიპის საქონელი არის საქონელი, რომელიც ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებით შესაფასებელი საქონლის ერთგვაროვანია, ამასთანავე, მისი მახასიათებლები მაქსიმალურად მიახლოებულია შესაფასებელი საქონლის მახასიათებლებთან და იგი საქონლის სახეობის ვიწრო ჯგუფს, რიგსა და ნომენკლატურას მიეკუთვნება. იმავე კლასის ან ტიპის საქონლად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქონელი, რომელიც საქართველოში შემოიტანება შესაფასებელი საქონლის ექსპორტის ქვეყნიდან ან სხვა ქვეყნიდან.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  41

2. თუ შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით, რა სახითაც იგი შემოტანილია საქართველოში (უცვლელ მდგომარეობაში), შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რომლითაც იდენტური ან მსგავსი საქონელი იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც შესაფასებელი საქონელი იქნა შემოტანილი, მაქსიმალური ოდენობით გაიყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირზე, პირველივე კომერციულ დონეზე, შემდეგი გამოქვითვების გათვალისწინებით:
    ა) საკომისიო, რომელიც, ჩვეულებრივ, გადაიხდევინება ან წინასწარ შეთანხმდება გადასახდელად, ან ფასნამატი, რომელიც, ჩვეულებრივ, ხორციელდება მოგების მიღებისა და იმ ხარჯის ანაზღაურების მიზნით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში იმავე კლასის ან ტიპის საქონლის გაყიდვასთან;
    ბ) საქართველოში გაწეული ჩვეულებრივი სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები და მათთან დაკავშირებული ხარჯები;
    გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და სხვა გადასახდელები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის იმპორტთან ან გაყიდვასთან.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  41

3. თუ შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი საქართველოში არ იყიდება იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც შესაფასებელი საქონელი იქნა შემოტანილი საქართველოში, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება, ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რომლითაც შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი იყიდება შესაფასებელი საქონლის შემოტანის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, მაგრამ არაუგვიანეს 90 დღისა, იმავე სასაქონლო სახით, რა სახითაც იგი შემოტანილია საქართველოში (უცვლელ მდგომარეობაში).
4. თუ შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი საქართველოში არ იყიდება იმავე სასაქონლო სახით, რა სახითაც იგი შემოტანილია საქართველოში (უცვლელ მდგომარეობაში), დეკლარანტის მოთხოვნით შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რომლითაც შესაფასებელი საქონელი საქართველოში გადამუშავების შემდეგ მაქსიმალური ოდენობით გაიყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირზე. ამასთანავე, შესაფასებელი საქონლის ფასს გამოაკლდება მისი გადამუშავების დროს შექმნილი დამატებული ღირებულება და განხორციელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამოქვითვები.