FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საზღვაო კოდექსი

article  299

გემის მესაკუთრე პასუხს არ აგებს ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანისათვის, თუ დაამტკიცებს, რომ ზღვის დაბინძურება გამოიწვია:
    ა) თავისი ხასიათით განსაკუთრებულმა, გადაულახავმა და გარდაუვალმა სტიქიურმა მოვლენამ;
    ბ) სამხედრო მოქმედებამ, მტრულმა ქმედებამ ან სახალხო მღელვარებამ;
    გ) მესამე პირმა, რომელიც მოქმედებდა ან უმოქმედოდ იყო ზიანის განზრახ მიყენების მიზნით;
    დ) მაშუქ ან სხვა სანავიგაციო საშუალებათა გაუმართაობამ, რაც გამოიწვია ამ საშუალებების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელ ხელისუფალთა დაუდევრობამ ან სხვა გაუმართლებელმა მოქმედებამ;
    ე) სანავსადგურე ერთეულის მიერ ფეკალური წყლების, ნაგვისა და გარემოსთვის მავნე სხვა ნივთიერებების მიუღებლობის შემთხვევაში წყალში ამ ნივთიერებათა ავარიულმა გადაყრამ.