FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  9

სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა და სამართალწარმოების ენა.
1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომებზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
11. სასამართლოს შენობაში, ასევე სამოქალაქო საქმის განხილვის ფოტო-, კინო- ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობენ მხარეები და მათი წარმომადგენლები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები.
3. საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
4. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.  # #