Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 108 ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა. 1. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში აეროდრომის/ვერტოდრომის ნიშნების მსგავსი ნიშნებისა და აეროდრომის/ვერტოდრომის მოწყობილობების მსგავსი მოწყობილობების განლაგება, ან აეროპორტის ანდა აეროდრომის/ვერტოდრომის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის დაწვა, ან ისეთი ობიექტის მოწყობა, რომელიც ხელს უწყობს ფრინველთა მასობრივ თავმოყრას, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 2. შენობებსა და ნაგებობებზე ღამისა და დღის მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობების განთავსების წესების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 3. სააეროდრომო მოწყობილობების, საჰაერო ხომალდების სააეროდრომო ნიშნებისა და მოწყობილობების დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 4. აეროპორტის, აეროდრომის ან ფრენის რადიო- და შუქუზრუნველყოფის ობიექტების ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე გავლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 108 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით. |