Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 245 ადმინისტრაციული დაკავება. 1. ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს: ა) მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას. 2. არასრულწლოვნის ადმინისტრაციული დაკავების შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს. 3. დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა. 4. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცველ ორგანოში. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 245 4-1 . ამ კოდექსის 177-13 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთის ან/და სამართალდამრღვევის გამოვლენის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაში პოლიცია ახორციელებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 5. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში მიეთითება. |