FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  23

პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წეს.
1. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს პარლამენტს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ცნობად იღებს, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
2. პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის შესახებ პარლამენტისთვის წერილობით მიმართვის ან საჯაროდ განცხადების მომენტიდან.
3. პარლამენტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პარლამენტის წინაშე შეიძლება წერილობით დასვას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.
4. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას წარუდგენს პარლამენტს პლენარულ სხდომაზე.
5. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს განხილვის გარეშე, საკითხის დასმიდან 15 დღის ვადაში.
6. პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენებულად ითვლება, თუ მის გადაყენებას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  23

7. თუ პარლამენტმა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, პარლამენტის წევრს, რომელმაც ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, მომდევნო 6 თვის განმავლობაში უფლება არა აქვს, კვლავ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული საკითხის დასმაში.
8. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი 14 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს.