Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ article 1 კანონის რეგულირების სფერო. 1. ეს კანონი არეგულირებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების (შემდგომ − წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია) საქმიანობას და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფიზიკურ პირებთან, იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებს, აგრეთვე პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა და სხვა წყალმომხმარებლის მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობის პირობებს. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობაში გაუცემელ მიწაზე. ამ კანონის მოქმედება ასევე არ ვრცელდება ჭარბი წყლის სადრენაჟო, დამშრობი ქსელით მოცილებაზე, ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებაზე, აღნიშნული მომსახურებიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, აგრეთვე წყლის მეზობელი ქვეყნისთვის მიწოდებაზე. |