FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  143

პარლამენტის ბიუჯეტის ფორმირება.
1. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, არაუგვიანეს 15 ივნისისა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  143

2. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირება ხდება პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოს და პარლამენტის აპარატის წინადადებების საფუძველზე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტი არაუგვიანეს 1 მაისისა წარედგინება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტის პროექტს არაუგვიანეს 1 ივნისისა განსახილველად წარადგენს პარლამენტის აპარატის უფროსი. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტში პარლამენტისთვის (პროგრამული კლასიფიკაციის კოდი – 01 01) გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ამ პროექტის დარიგება სავალდებულოა. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტი უნდა ასახავდეს საბიუჯეტო კლასიფიკაციის ძირითადი ჯგუფების მიხედვით ბიუჯეტის ხარჯების ფინანსური ოპერაციებისა და არაფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციას.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  143

3. სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების/გადანაწილების თაობაზე. თუ საბიუჯეტო სახსრების მოცულობა არ აღემატება პარლამენტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების 15%-ს, სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების/გადანაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო სხვა შემთხვევაში – პარლამენტი დადგენილებით.
4. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარდგინებისა და პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  143

5. პარლამენტში საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში შეიძლება შეიქმნას სპეციალური ფონდი, რომელშიც აისახება ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის წევრის ხელფასიდან დაკავებული თანხა. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ამ ფონდის სასარგებლოდ უარი განაცხადოს ხელფასზე. აღნიშნულ ფონდში ასახული თანხების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წინადადების საფუძველზე. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე აწვდის პარლამენტის ბიუროს.