Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 4 სააგენტოს უფლებები და მოვალეობები. 1. დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს უფლება აქვს: ა) მიიღოს პირველადი შენატანები; ბ) განსაზღვროს და მიიღოს რეგულარული სადაზღვევო შენატანები; გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიიღოს სპეციალური სადაზღვევო შენატანები; დ) მართოს ფონდი; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომერციული ბანკისა და მიკრობანკისგან დროულად და დეტალურად მიიღოს შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია; ვ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან დროულად და რეგულარულად გაცვალოს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შესახებ ინფორმაცია ამ კანონის მიზნებისთვის; ზ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური დახმარება; თ) კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისგან დროულად მიიღოს დეპოზიტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია; ი) შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მოითხოვოს მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; |
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 4 კ) შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმატით კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მოითხოვოს დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია; ლ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მიღებული კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორების მეშვეობით; ლ-1) საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ან/და იგი გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორის მეშვეობით; მ) მიიღოს გრანტები, ტექნიკური და სხვა დახმარებები; ნ) მონაწილეობა მიიღოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში; ნ-1) განახორციელოს რეპო ოპერაცია კომერციულ ბანკთან, მიკრობანკთან; ო) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. |
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 4 11. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სააგენტოს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებისა და სახსრების განთავსების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია ჰქონდეს ანგარიშები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე და საქართველოს ეროვნულ ბანკში. 2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სააგენტო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შენატანების ფონდში აკუმულირება; ბ) განსაზღვროს სპეციალური სადაზღვევო შენატანების საჭიროება და შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი მოზიდვა; გ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გასცეს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) განახორციელოს შიდა კონტროლი და რისკების მენეჯმენტი; ე) შეიმუშაოს კრიზისების მართვის პოლიტიკა, პროცედურები და სისტემა, რომლებიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წარმოქმნილ რისკებზე ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს; |
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 4 ვ) ანაზღაურების ოპერატიულად გაცემის უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს მართვის საინფორმაციო სისტემა და პროცედურები და არანაკლებ წელიწადში ერთხელ განახორციელოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის სიმულაცია. |