Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ article 4 სავალდებულო ეგზემპლარის სისტემის შექმნის მიზანი. სავალდებულო ეგზემპლარის სისტემის შექმნის მიზანია: ა) საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის, დაკომპლექტების სრულყოფა; ბ) ამ კანონით განსაზღვრულ სავალდებულო ეგზემპლარის ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ მიმღებებში სავალდებულო ეგზემპლარების მუდმივი დაცვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) მისი მომხმარებელთა საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული და საბიბლიოთეკო მომსახურების მიზნით გამოყენება; დ) დოკუმენტების სახელმწიფო რეგისტრაცია (ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური), სახელმწიფო ბიბლიოგრაფიული აღრიცხვა, სახელმწიფო ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება; ე) მიმდინარე და რეტროსპექტული სახელმწიფო სარეგისტრაციო ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლებისა და სტატისტიკური ცნობარების გამოცემის უზრუნველყოფა; ვ) სასიგნალო და რეფერატული ინფორმაციის გაერთიანებული კატალოგების მომზადება და გამოცემა მიღებული დოკუმენტების სახეობათა შესაბამისად; ზ) საზოგადოების ინფორმირება ყველა სახეობის სავალდებულო ეგზემპლარების მიღების შესახებ; თ) ცენტრალიზებული კატალოგის წარმოება მიღებული დოკუმენტების სახეობათა შესაბამისად; |