FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

article  51

უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი პირობების დაცვის ვალდებულება. უცხო ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის განხორციელებისას ვალდებულნი არიან:
    ა) უზრუნველყონ საქართველოს უფლება მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში, განსაკუთრებით – კვლევით გემებზე და მოწყობილობებზე განხორციელებულ კვლევაში, თუ ეს პრაქტიკულად შესაძლებელია;
    ბ) საქართველოს თხოვნით მიაწოდონ მას წინასწარი მოხსენებები, როგორც კი ეს პრაქტიკულად გახდება შესაძლებელი, აგრეთვე კვლევის საბოლოო შედეგები და დასკვნები;
    გ) საშუალება მისცენ საქართველოს გაეცნოს სამეცნიერო კვლევის შედეგებს, გადასცენ მას მონაცემები, რომელთა ასლის გადაღებაც შესაძლებელია და ნიმუშები, რომელთა განაწილებაც მათი სამეცნიერო ღირებულების შემცირების გარეშე შეიძლება;
    დ) საქართველოს თხოვნით მიაწოდონ მას ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების, ნიმუშებისა და კვლევის შედეგების შემაჯამებელი ინფორმაცია ან დაეხმარონ მას მათ შეფასებასა და ინტერპრეტაციაში;
    ე) დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს შესაბამის ორგანოებს სამეცნიერო კვლევის პროექტში შეტანილი ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ;
    ვ) კვლევის დასრულების შემდეგ დაშალონ სამეცნიერო მოწყობილობები, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.