Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 21 უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების პირობები. 1. სამსახური უფლებამოსილია უცხოური საპენსიო კომპანია აღიაროს საქართველოში საპენსიო სქემების განხორციელებაზე უფლებამოსილად, თუ: ა) შესაბამისმა უცხოურმა საზედამხედველო ორგანომ გასცა შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა და მისი საქმიანობა სათანადოდ რეგულირდება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით; ბ) უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური საპენსიო ორგანიზაცია არის დაფუძნებული, არ შედის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ დამტკიცებულ არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ქვეყნებისა და ტერიტორიების ნუსხაში; გ) უცხოურმა საპენსიო ორგანიზაციამ საქართველოში დააფუძნა ფილიალი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სამსახური უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების წესი და დამატებითი პირობები, რომელთა საფუძველზედაც აღიარებული საპენსიო ორგანიზაციები გათავისუფლდებიან ამ კანონით გათვალისწინებული ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან, თუ უცხო ქვეყნის კანონმდებლობა, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან, ადგენს სულ მცირე საქართველოში მოქმედ მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ მოთხოვნებს. |