Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 43 სარეზერვო მეთოდი. 1. თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე−42-ე მუხლების საფუძველზე განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენებით, რომლებიც შეესაბამება: ა) „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებებს; ბ) „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმების ზოგად პრინციპებსა და დებულებებს; გ) ამ თავის ზოგად პრინციპებსა და დებულებებს. 2. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის საფუძვლად არ გამოიყენება: ა) საქართველოში წარმოებული საქონლის შიდა გასაყიდი ფასი; ბ) ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე საქონლის ფასი; გ) უცხო ქვეყანაში საექსპორტო საქონლის ფასი; დ) საქონლის მინიმალური საბაჟო ღირებულება; ე) საქონლის თვითნებურად შერჩეული ან ფიქციური ღირებულება; ვ) საქონლის ორი ღირებულებიდან უდიდესის მიღების პრინციპი; ზ) საქონლის წარმოების ხარჯი, გარდა შედგენილი ღირებულებისა, რომელიც განსაზღვრულია იდენტური ან მსგავსი საქონლისთვის ამ კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 43 3. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას. 4. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით. |