FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  84

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის თანმხლები ნებისმიერი დოკუმენტი უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს, თუ ამას მოითხოვს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა ან ეს დოკუმენტი საჭიროა საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში პირს, რომელსაც საბაჟო ორგანომ შესაბამისი უფლებამოსილება მიანიჭა, შეუძლია შექმნას სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის თანმხლები დოკუმენტი.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  84

სტანდარტული საბაჟო დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტები.
1. სტანდარტული საბაჟო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ყველა მონაცემს, რომლებიც საჭიროა იმ საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად, რომელშიც ხდება შესაბამისი საქონლის დეკლარირება.
2. სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის თანმხლები ყველა დოკუმენტი, რომლებიც აუცილებელია იმ საბაჟო პროცედურის გამოსაყენებლად, რომელშიც ხდება შესაბამისი საქონლის დეკლარირება, უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან, ამასთანავე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბაჟო ორგანოსთვის სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის მომენტში. სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით წარდგენისას ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ მოითხოვება სტანდარტული საბაჟო დეკლარაციისთვის იმ დოკუმენტების დართვა, რომლებიც განსაზღვრულია აღნიშნული საბაჟო პროცედურის გამოყენებისთვის, თუ ისინი ელექტრონული ფორმით იქნა წარდგენილი. ეს დოკუმენტები უნდა ინახებოდეს დეკლარანტთან ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადით. მან მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.