Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ article 9 1. მთავრობის თავმჯდომარე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს; გ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას; დ) უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს; ე) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; ვ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს; ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში; თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი მინისტრის წარდგინებით საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს – არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით და მათ მოადგილეებს არაუმეტეს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით; |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ article 9 ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს; კ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას უმაღლეს საბჭოში; ლ) ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს, გარდა კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონისა; მ) კოორდინაციას უწევს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობას; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის აპარატის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; ო) ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |