Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
დაზღვევის შესახებ article 13 მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის პირობები. 1. მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალის, სადაზღვევო რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა. 1 -1. სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მზღვეველის კაპიტალის მინიმალურ ოდენობას განსაზღვრავს სამსახური დაზღვევის სახეობებისა და დაზღვევის ფორმების მიხედვით, ამ ოდენობის შევსებისათვის სამსახურის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთანავე, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 1/3-ზე ნაკლები. 12. მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესაბამისი ფულადი სახსრები სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უწყვეტად უნდა იყოს განთავსებული საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე/ანგარიშებზე. ამასთანავე, აღნიშნული ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში განთავსებული უნდა იქნეს არანაკლებ 1-წლიანი პერიოდულობით. |
დაზღვევის შესახებ article 13 13. მზღვეველის მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგების/ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭიროა სამსახურის წინასწარი წერილობითი თანხმობა. ამასთანავე, იგი უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა განხორციელდეს. 1-2 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი სახსრები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამსახურის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 15. სამსახურის მიერ დადგენილი მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე არ უნდა იყოს სამსახურის მიერ განსაზღვრულ მზღვეველის კაპიტალის მინიმალურ ოდენობასა და გაანგარიშებით მიღებულ გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობას შორის უდიდეს სიდიდეზე ნაკლები. 2. მზღვეველი დადებული გადაზღვევის ხელშეკრულების მიუხედავად პასუხისმგებელია დამზღვევის წინაშე დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი ვალდებულებების ფარგლებში. 3. მზღვეველი ვალდებულია სამსახურის მოთხოვნისას წარუდგინოს მას ინფორმაცია უცხოეთის იმ სადაზღვევო ორგანიზაციის შესახებ, რომელთანაც დადებული აქვს გადაზღვევის ხელშეკრულება. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს გადამზღვეველი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე. 4. მზღვეველს ეკრძალება: ა) გასცეს სესხი საკუთარი აქციების შესაძენად; |
დაზღვევის შესახებ article 13 ბ) გასცეს სესხი მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ან ადმინისტრატორის აქციების შესაძენად; გ) გასცეს სესხი შვილობილი საწარმოს აქციების შესაძენად. |