Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ article 1 ტერმინთა განმარტება. კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტერორიზმი – ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა, მიმართული ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, კომუნიკაციების და სხვა მატერიალური ობიექტების განადგურება-დაზიანება ან მათი განადგურება-დაზიანების მუქარა იარაღის, ასაფეთქებელი მასალების, ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური თუ სხვა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერების გამოყენებით ან ადამიანის გატაცებითა თუ მძევლად აყვანით, რათა ხელისუფლება ანდა მისი რომელიმე ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაცია იძულებული გახდეს, განახორციელოს გარკვეული ქმედება ან თავი შეიკავოს გარკვეული ქმედების განხორციელებისაგან, რომელიც ტერორისტების მართლსაწინააღმდეგო ინტერესებში შედის; ბ) ტერორისტული აქტი – აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, ან ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარა; |
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ article 1 ბ-1) ტერორისტული მიზანი − მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება; გ) ტერორისტული საქმიანობა – საქმიანობა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით; დ) საერთაშორისო ტერორიზმი – ტერორისტული საქმიანობა, რომელიც განხორციელდა: დ.ა) ტერორისტების, ტერორისტული ჯგუფების ან ტერორისტული ორგანიზაციების მიერ სხვა სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ტერიტორიაზე (ტერიტორიებზე), ან თუ ზიანი მიადგა სხვა სახელმწიფოს (სახელმწიფოებს); დ.ბ) ერთი სახელმწიფოს მოქალაქეთა მიერ მეორე სახელმწიფოს მოქალაქეთა მიმართ; დ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც როგორც ტერორისტი, ისე ტერორიზმის მსხვერპლი არიან ერთი ან სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები, მაგრამ ტერორისტული აქტი ჩადენილია ამ სახელმწიფოთა ტერიტორიების გარეთ; ე) ტერორისტი – პირი, რომელიც მონაწილეობს ტერორისტულ საქმიანობაში; |
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ article 1 ვ) ტერორისტული ჯგუფი – ორი ან მეტი პირის გაერთიანება ტერორისტული საქმიანობის (ტერორისტული აქტის) განხორციელების მიზნით; ზ) ტერორისტული ორგანიზაცია – ორგანიზაცია (მიუხედავად მისი ფორმისა), შექმნილი ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით. ორგანიზაცია შეიძლება ცნობილ იქნეს ტერორისტულ ორგანიზაციად, თუ ის არის დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებული ორზე მეტი პირის ორგანიზებული გაერთიანება. ორგანიზებულ გაერთიანებად ჩაითვლება გაერთიანება, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები გაერთიანების წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა; თ) მძევალი – ფიზიკური პირი, აყვანილი იმ მიზნით, რომ ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები ან სხვა პირები აიძულონ, განახორციელონ რაიმე ქმედება ან თავი შეიკავონ რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, აყვანილი პირის გათავისუფლების პირობით; ი) ტერორიზმთან ბრძოლა – საქმიანობა, რომელიც მიმართულია ტერორისტული საქმიანობის გამოვლენისაკენ, თავიდან აცილების, აღკვეთისა და მოსალოდნელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისაკენ; |
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ article 1 კ) კონტრტერორისტული ოპერაცია – სპეციალურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია ტერორისტული ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ, ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ, ტერორისტების გაუვნებლებისაკენ და ტერორისტული აქტის ან/და ტერორისტული მიზნით განხორციელებული სხვა დანაშაულის მოსალოდნელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისაკენ; ლ) უსაფრთხოების ზონა – ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების აქტიური და მასობრივი მოქმედების ზონა; მ) კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა – ადგილმდებარეობის ან აკვატორიის ცალკეული მონაკვეთები, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა, დაწესებულება და მათი მიმდებარე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ტარდება აღნიშნული ოპერაცია; |
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ article 1 ნ) რეჟიმი კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში – განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დამყარდეს დროებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების პერიოდში და რომელიც ითვალისწინებს ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტებისთვის კანონით განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც აუცილებელია მძევალთა განთავისუფლებისთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. |