FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  2137

საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.
1. სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
2. მოსამართლე საქმეს დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ: არასრულწლოვანს, არასრულწლოვნის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, სპეციალისტთა ჯგუფის წევრებს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სხვა წარმომადგენელს, სოციალურ მუშაკს, არასრულწლოვნის ადვოკატს, აგრეთვე სასამართლოს მიერ მოწვეულ სხვა პირებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  2137

21. საქმის განხილვისას მოსამართლე, საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებთან ერთად, ხელმძღვანელობს არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და მისი რთული ქცევის ან/და მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რომლებიც შუამდგომლობას თან ერთვის. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: არასრულწლოვნის ან/და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან თანამშრომლობა; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ არასრულწლოვნისთვის შერჩეულ სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის მონაწილეობა და მიღწეული შედეგები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში − მისი ხასიათი, სიმძიმე და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.
3. სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანს წარმოადგენს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო ვალდებულია მისი ინტერესების დასაცავად საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
4. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  2137

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
6. სააპელაციო საჩივარი წარედგინება თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი წარმოებაში მიღებიდან 10 დღის ვადაში.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.