FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ

article  5

სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ადმინისტრაციათა ვალდებულებები დონორობის ორგანიზაციაში.
1. სამინისტროები, უწყებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები (საკუთრების ფორმის მიუხედავად):
    ა) აქტიურად მონაწილეობენ დონორობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში;
    ბ) უფლება აქვთ გამოყონ ასიგნებანი დონორობის განვითარებისათვის.
2. საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ხელმძღვანელები, საჯარისო ნაწილების უფროსები ვალდებული არიან:
    ა) წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვან მუშა-მოსამსახურეები, სტუდენტები, მოსწავლეები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, სამხედრო მოსამსახურეები სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გამოკვლევისათვის და სისხლის ჩაბარების დღეს შეუნარჩუნონ სამუშაო ადგილებზე საშუალო შრომის ანაზღაურება და სხვა მატერიალური წახალისება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; სისხლის ჩაბარების მეორე დღეს დონორს მისცენ დამატებითი დასვენების დღე, რომელიც მისი სურვილით შეიძლება დაემატოს მორიგ შვებულებას ან გამოყენებულ იქნეს სხვა დროს, სისხლის გაღების დღიდან 1 წლის განმავლობაში; დამატებითი დასვენების დღე დონორს აუნაზღაურონ საშუალო შრომის ანაზღაურებით ძირითად სამუშაო ადგილზე;
სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ

article  5

ბ) თუ დონორმა სისხლი შვებულების პერიოდში ან არასამუშაო დღეს გაიღო, მას მისცენ სხვა დასვენების დღე, ხოლო თუ დასვენების დღეს ვერ მისცემენ, სისხლის გაღების დღე აუნაზღაურონ სულ ცოტა შრომის ანაზღაურების ორმაგი ოდენობით;
    გ) უფასოდ დაუთმონ სისხლის დამამზადებელ გამსვლელ ბრიგადებს ოთახები სისხლის ასაღებად.
3. დონორობის საკითხებში მოსწავლეებისა და სტუდენტების სწორი ორიენტაციის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შედგენისას შეიტანოს მათში ინფორმაცია დონორობის მნიშვნელობისა და სისხლის გაღების უვნებლობის შესახებ.