Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შრომის ინსპექციის შესახებ article 19 კონფიდენციალურობის დაცვა. 1. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შრომის ინსპექტორს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნული ვალდებულება შრომის ინსპექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაშიც უნარჩუნდება. 2. შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი არ არის, გაამჟღავნოს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებული საჩივრის ავტორის ვინაობა, გარდა შრომის ინსპექტორის მიერ ინფორმაციის თავისი უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდების შემთხვევისა. 3. შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებული საჩივარი ან/და შრომის ინსპექტორის მიერ პირის გამოკითხვა სრულად არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით. შრომის ინსპექტორი და შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა თანამშრომელი ვალდებული არიან არ გაამჟღავნონ საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. ინსპექტირების განხორციელებისას შრომის ინსპექციის სამსახური არ უთითებს, რომ ინსპექტირება საჩივრის საფუძველზე დაიწყო. |
შრომის ინსპექციის შესახებ article 19 4. შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებული საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა (მის შესახებ ინფორმაცია) შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ ამ პირის თანხმობის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 5. შრომის ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, თუ არსებობს ამ ინფორმაციის მისთვის მიწოდების კანონიერი საფუძველი. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს შრომის ინსპექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ან სხვა სახის დისციპლინურ პასუხისმგებლობას. |