Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 142 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა. 1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საქართველოს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 5 თვისა. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკს. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 50 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის შესახებ. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას: ა) განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო სხვა კომიტეტები მათ განიხილავენ, როგორც წესი, მათი სფეროების მიხედვით; ბ) განიხილავენ ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრები. 4. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას პარლამენტი განიხილავს არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებისა. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 142 5. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ასლებს მათი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა გადასცემს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს და უგზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკს, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მიღებიდან 2 დღის ვადაში განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის განრიგს და მას უგზავნის პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, სხვა კომიტეტები მათი სფეროების მიხედვით, ფრაქციები და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას 2 კვირის განმავლობაში განიხილავენ და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით შესაბამის დასკვნას ამზადებენ. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 142 6. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სხვა კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის, ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის დასრულების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის თაობაზე. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ამტკიცებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და სრულად ასახავს გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობებს და მათ კანონიერებას. საწინააღმდეგო შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. |