FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ

article  7

ბიზნესომბუდსმენის აპარატი და მოადგილე.
1. ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად იქმნება ბიზნესომბუდსმენის აპარატი (შემდგომ – აპარატი). აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აპარატის დებულებით.
2. ბიზნესომბუდსმენს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. ბიზნესომბუდსმენის მოადგილეს/მოადგილეებს თანამდებობაზე/ თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან/თანამდებობებიდან ათავისუფლებს ბიზნესომ­ბუდ­სმენი. ბიზნესომ­ბუდ­სმენის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილებას განსაზღვრავს ბიზნესომბუდსმენი.
3. ბიზნესომბუდსმენის მოადგილეზე/მოადგილეებზე ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება, აგრეთვე ბიზნესომბუდსმენისთვის ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.
4. ბიზნესომბუდსმენის მოადგილე/მოადგილეები და აპა­რატი მოქმედებენ ბიზნესომბუდსმენის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.
5. ბიზნესომბუდსმენი:
    ა) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქ­მიანობას; ბ) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ოდენობებს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ

article  7

დ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავი­სუ­ფ­­ლებს აპარატის თანამშრომლებს, აპარატის თანამშრომ­ლე­ბ­თან აფორმებს შრო­მით ხელშეკრულებებს;
    ე) განსაზღვრავს აპარატის თანამშრომელთა ფუნქციებს;
    ვ) აპარატის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებებს;
    ზ) ამტკიცებს აპარატში სტაჟირების გავლის წესს.
6. აპარატი:
    ა) ხელს უწყობს ბიზნესომბუდსმენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორ­ცი­ელე­ბა­ში;
    ბ) ასრულებს ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილის/მოადგილეების მითითებებსა და და­ვა­­ლე­ბებს.
7. აპარატის თანამშრომლებზე ვრცელდება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება.