Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 73 გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება. 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილებას არ უკავშირდება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის მოთხოვნა არ წარმოშობს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსგან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქტივების ქონებრივი განცალკევების ვალდებულებას. 3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები: ა) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების იმ ინტეგრირებული საწარმოს კორპორაციულ სტრუქტურებში მონაწილეობის დაუშვებლობა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელია წარმოების გადაცემის, მიწოდების ან/და ვაჭრობის ყოველდღიური საქმიანობისთვის; ბ) სათანადო ზომების მიღება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესების იმგვარად გათვალისწინებისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 73 გ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ეფექტიანი უფლება, ინტეგრირებული საწარმოსგან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება იმ აქტივებთან მიმართებით, რომლებიც საჭიროა გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისთვის, მოვლა-პატრონობისთვის ან განვითარებისთვის. ამ მიზნით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს სათანადო რესურსები, ადამიანური, ტექნიკური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ჩათვლით. 4. მიუხედავად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა, ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო უფლებამოსილია დაამტკიცოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ფინანსური გეგმა ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტი ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს დაუდგინოს ვალიანობის კოეფიციენტის ზღვარი. 5. ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს უფლება არ აქვს, გასცეს მითითებები გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებით ან იმ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომლებიც გამანაწილებელი ხაზების მშენებლობას ან გაუმჯობესებას შეეხება და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამტკიცებული ფინანსური გეგმის ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტის პირობებს შეესაბამება. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 73 6. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს შესაბამისობის პროგრამას, რომლითაც განისაზღვრება დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებები, და უზრუნველყოფს მათ განხორციელებაზე სათანადო ზედამხედველობას. შესაბამისობის პროგრამა დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად უნდა განსაზღვრავდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის თანამშრომელთა კონკრეტულ ვალდებულებებს. 7. შესაბამისობის ოფიცერი ამზადებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ წლიურ ანგარიშს და კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. შესაბამისობის ოფიცერი დამოუკიდებელია და თავისი ფუნქციების შესასრულებლად უფლება აქვს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან/და დაკავშირებულ საწარმოს მოსთხოვოს ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია. 8. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს, კონკურენციის შეზღუდვის მიზნით ისარგებლოს ვერტიკალური ინტეგრირებიდან გამომდინარე უპირატესობით. კერძოდ, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი თავისი კომუნიკაციითა და ბრენდირებით არ უნდა იწვევდეს აღრევას ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელი ნაწილის განსხვავებულ იდენტობასთან. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 73 9. დამოუკიდებლობისა და განცალკევების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას ზედამხედველობს კომისია. 10. სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დამოუკიდებლობის მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ორგანიზაციულ მოწყობასა და დამოუკიდებლობასთან მიმართებით მიიღოს დამატებითი ზომები. 11. სამინისტრო უფლებამოსილია კომისიასთან შეთანხმებით ვერტიკალურად ინტეგრირებული ის ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს ემსახურება, გაათავისუფლოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან. 12. განცალკევების მოთხოვნები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ელექტროენერგეტიკულ საწარმოსა და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ბუნებრივი გაზის საწარმოზე. |