FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

article  56

დასაქმების ხელშეწყობის საქმიანობით გათვალისწინებული გარკვეული ფუნქციის (სამუშაოს, მომსახურების) იურიდიული პირისთვის გადაცემა.
1. ამ კანონის მიზნების ეფექტიანად განსახორციელებლად შესაძლებელია სახელმწიფომ დასაქმების ხელშეწყობის საქმიანობით გათვალისწინებული გარკვეული ფუნქცია (სამუშაო, მომსახურება) ხელშეკრულების საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან/და სხვა შესაბამის იურიდიულ პირს გადასცეს.
2. ამ კანონის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გადაცემისა და მიწოდების წესები განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
    ა) მომსახურების მიმწოდებელი მომსახურებას უფრო ეფექტიანად და სწრაფად ახორციელებს, ვიდრე სახელმწიფო;
    ბ) მომსახურების მიმწოდებელს შესაბამისი ღონისძიების უფრო ხარისხიანად განხორციელება შეუძლია, ვიდრე სახელმწიფოს;
    გ) მომსახურების მიმწოდებელი შესაბამის ღონისძიებას, ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ყველაზე დაბალ ფასად ახორციელებს.