Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ჩეკის შესახებ article 0 1. ეს კანონი აწესრიგებს ჩეკის გაცემის‚ მოქმედების‚ ინდოსირების‚ თავდებობის‚ გადახდის წესს და აქედან გამომდინარე შედეგებს‚ აგრეთვე მასთან დაკავშირებული პრეტენზიების წარდგენის წესს. 2. ამ კანონში გამოყენებულ სახელწოდებებს‚ თუ არ არსებობს განსაკუთრებული მითითება‚ აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) „ჩეკი” – დადგენილი ფორმის ფასიანი ქაღალდი‚ რომელიც შეიცავს ჩეკის გამცემის წერილობით დავალებას საბანკო დაწესებულებებისადმი გაანაღდოს ჩეკში აღნიშნული თანხა; ბ) „პირი” – როგორც იურიდიული‚ ასევე ფიზიკური პირი; გ) „ინდოსამენტი” – ჩეკზე წარწერა გადაცემის შესახებ; დ) „ინდოსანტი” – პირი‚ რომელმაც წააწერა ჩეკზე; ე) „ინდოსატი” – პირი‚ რომელმაც მიიღო ჩეკი ინდოსამენტით; ვ) „აქცეპტი” – გადამხდელის ხელმოწერა იმის თაობაზე‚ რომ მან ჩეკი მიიღო გასანაღდებლად დადგენილ ვადაში და თანახმაა გაანაღდოს; ზ) „ავალი” – საჩეკო თავდებობა; თ) „ცესია” – სხვა პირისათვის მოთხოვნის უფლების დათმობა; ი) „საბანკო დაწესებულება” – საჯარო ან კერძო დაწესებულება‚ რომელსაც მეწარმეობის წესით უფლება აქვს განახორციელოს საბანკო საქმიანობა. |