FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ტურიზმის შესახებ

article  14

წინასახელშეკრულებო ინფორმაცია.
1. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების ან სხვა შესაბამის შეთავაზებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადებამდე ტუროპერატორმა, ტურისტულმა სააგენტომ (ტურაგენტმა) ან სხვა მოვაჭრემ ტურისტს უნდა მიაწოდოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტანდარტული ფორმების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაცია. 2.  გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, კონკრეტული პაკეტის შემთხვევაში ტურისტს დამატებით უნდა მიეწოდოს შემდეგი წინასახელშეკრულებო ინფორმაცია:
    ა) ტურისტული მომსახურების ძირითადი მახასიათებლების შესახებ, კერძოდ: ა.ა) დანიშნულების ადგილი მარშრუტისა და პერიოდის (თარიღების) მითითებით, ხოლო თუ პაკეტი მოიცავს განთავსების მომსახურებას, − გასათევი ღამეების რაოდენობა; ა.ბ)  გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებების მახასიათებლები და მათი კატეგორია, დანიშნულების ადგილი, გამგზავრებისა და დაბრუნების ადგილები, თარიღები და დრო, შუალედური გაჩერებების დრო და ადგილები. თუ გამგზავრებისა და დაბრუნების თარიღები ზუსტად დადგენილი არ არის, ტურისტს უნდა ეცნობოს მიახლოებითი თარიღები; ა.გ) განთავსების საშუალების ადგილმდებარეობა, ძირითადი მახასიათებლები და კატეგორია დანიშნულების ქვეყნის რეგულაციების შესაბამისად; ა.დ) კვების განრიგი;
ტურიზმის შესახებ

article  14

ა.ე) ვიზიტები, ექსკურსიები ან სხვა მომსახურებები, რომლებიც პაკეტის შეთანხმებულ ჯამურ ღირებულებაში შედის; ა.ვ) ჯგუფის წევრების სავარაუდო რაოდენობა, თუ ტურისტული მომსახურება ტურისტს მიეწოდება, როგორც ჯგუფის წევრს; ა.ზ) საკომუნიკაციო ენა, რომელზედაც ტურისტული მომსახურებები იქნება გაწეული; ა.თ) ტურისტის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი საჭიროებების გათვალისწინებით, ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა მოგზაურობა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
    ბ) ტუროპერატორის ან/და ტურისტული სააგენტოს (ტურაგენტის) სახელი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
    გ) პაკეტის ჯამური ღირებულების შესახებ, გადასახადებისა და ყველა სხვა დამატებითი ხარჯის ჩათვლით, ხოლო თუ ხელშეკრულების დადებისას აღნიშნული ხარჯების გონივრული გაანგარიშება წინასწარ შეუძლებელია, ტურისტს უნდა ეცნობოს იმის თაობაზე, რომ მას შეიძლება წარმოეშვას დამატებითი ხარჯების გაწევის ვალდებულება;
    დ) გადახდის მეთოდების, მათ შორის, ნებისმიერი თანხის ან ღირებულების ნაწილის, რომელსაც ტურისტი წინასწარ იხდის, და დარჩენილი თანხის გადახდის, ან ტურისტის მიერ ფინანსური გარანტიების წარდგენის გრაფიკის შესახებ;
ტურიზმის შესახებ

article  14

ე) პაკეტის დასაწყებად საჭირო პირების მინიმალური რაოდენობის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, პაკეტის დაწყებამდე რამდენი დღით ადრე შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ სათანადო რაოდენობის პირი არ შეიკრიბა;
    ვ) პასპორტთან ან/და ვიზასთან (მათ შორის, ვიზის მისაღებად საჭირო დროის შესახებ ინფორმაცია) და დანიშნულების ქვეყანაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნების თაობაზე;
    ზ) ტურისტის უფლების შესახებ, პაკეტის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ;
    თ) ნებაყოფლობითი ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ, რომელიც ფარავს ტურისტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეულ ხარჯებს ან ზიანის (ზარალის) ანაზღაურების ხარჯებს, მათ შორის, რეპატრიაციის, უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში;
    ი) საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის პირობებისა და წესის შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა სავალდებულო დაზღვევის თაობაზე, რომელიც მასზე გავრცელდება საქართველოში ყოფნის პერიოდში.
ტურიზმის შესახებ

article  14

3. თუ ხელშეკრულება იდება ტელეფონით, ტურისტს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმით.
4. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ-3.ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოვაჭრე, რომელიც პაკეტს ყიდის, ვალდებულია შეატყობინოს ტურისტს, რომ პირველი მოვაჭრისგან მომსახურების შეძენის დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში მეორე მოვაჭრისგან მომსახურების შეძენა ერთობლიობაში პაკეტად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში თითოეულმა მათგანმა ტურისტს უნდა მიაწოდოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ტურისტს უნდა მიეწოდოს გარკვევით, ამომწურავად და თვალსაჩინოდ. თუ აღნიშნული ინფორმაცია ტურისტს წერილობით მიეწოდება, შესაძლებელი უნდა იყოს მისი ადვილად წაკითხვა და აღქმა.