FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  26

ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები და ინდივიდუალური მოთხოვნები.
1. მიკრობანკი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი შემდეგი ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები:
    ა) საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;
    ბ) სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა საქართველოს ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად;
    გ) ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური ჯამური ოდენობა. იგი 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარს არ უნდა აღემატებოდეს;
    დ) ერთი მსხვილი სესხისა და ყველა მსხვილი სესხისა და სხვა ვალდებულებების პირველად კაპიტალთან თანაფარდობა;
    ე) ყველა ინსაიდერზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის პირველად კაპიტალთან თანაფარდობა;
    ვ) ლიკვიდურობის დონე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
    ზ) აქტივებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება;
    თ) ინვესტიციებისა და ქონებრივი ინვესტიციების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობა;
    ი) ღია სავალუტო პოზიციის საზედამხედველო კაპიტალთან თანაფარდობის ლიმიტი.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  26

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეულ მიკრობანკს განუსაზღვროს ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების ინდივიდუალური მაჩვენებლები და სხვა მოთხოვნები ან მიკრობანკებს დაუწესოს ეკონომიკურ ლიმიტებსა და ნორმატივებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები.
3. თუ მიკრობანკის მთლიანი აქტივები საბანკო სექტორის მთლიანი აქტივების 2 პროცენტს გადააჭარბებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკს მოსთხოვოს აღნიშნული ლიმიტის ფარგლებში დაბრუნების გეგმის წარდგენა ან განუსაზღვროს დამატებითი ან/და განსხვავებული საზედამხედველო მოთხოვნები.