FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  21

გარეულ ცხოველთა დატყვევება, EX-SITU კონსერვაცია, ზოოლოგიური კოლექციები, ზოოლოგიური კოლექციების შექმნა და შევსება.
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა იმ სახეობების შენარჩუნების მიზნით , რომელთა გამრავლება ბუნებრივ პირობებში დაცვის გზით შეუძლებელია , იქმნება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების „გენოფონდის რეზერვატი “ (ex-situ კონსერვაცია ). პრაქტიკული ღონისძიებანი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების გენოფონდის შექმნისა და ბუნებაში მათი აღდგენისათვის ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , სამინისტროს მიერ სპეციალურად საამისოდ უფლებამოსილი კომპეტენტური სამსახურის მიერ .
2. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების , ზოობაღების , ოკეანარიუმების და სხვა ) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატის , გარდა სამოყვარულო ზოოლოგიური კოლექციებისა , შექმნა და შევსება გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით დაიშვება ლიცენზიის საფუძველზე .
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  21

3. გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით ზოოლოგიური კოლექციების შექმნისა და შევსების შესახებ ლიცენზიის გაცემის პროცედურა რეგულირდება „ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების , ზოობაღების , ოკეანარიუმების , გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების ) გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით შექმნისა და შევსების შესახებ “ დებულების საფუძველზე , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო 4. ფიზიკურ პირთა კერძო საკუთრებაში არსებული ზოოლოგიური კოლექციების შევსება და მათ მიერ ახალი კოლექციების შექმნა დასაშვებია მხოლოდ ნადირობით , თევზჭერით და ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის სხვა ფორმებით კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ნადავლით .
5. ზოოლოგიური კოლექციები , რომლებსაც მეცნიერული , გენოფონდის შესანარჩუნებელი , კულტურულ - საგანმანათლებლო , სასწავლო - აღმზრდელობითი ან ესთეტიკური ღირებულება აქვთ , ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვას . სახელმწიფო ზოოლოგიური კოლექციების პრივატიზება აკრძალულია .
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  21

6. გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ნუსხას , რომელთა გარემოდან ამოღებით შექმნილი ზოოლოგიური (სამოყვარულო ) კოლექციები არ საჭიროებენ ლიცენზიას ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ნუსხის შესახებ , რომელთა გარემოდან ამოღებით შექმნილი ზოოლოგიური (სამოყვარულო ) კოლექციები არ საჭიროებენ ლიცენზიას “.
7. იმ გარეულ ცხოველთა ნუსხას , რომელთა დატყვევება , ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში და ტყვეობაში ყოლა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის აკრძალულია , ადგენს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „გარეულ ცხოველთა ნუსხის შესახებ , რომელთა დატყვევება , ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში და ტყვეობაში ყოლა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის აკრძალულია “.
8. ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაშვებულია ეგზოტური ცხოველების ყოლა , თუ :
    ა ) ამ პირებს აქვთ გარეული ცხოველების შენახვის სათანადო პირობები ;
    ბ ) ეს გარეული ცხოველები საფრთხეს არ უქმნიან გარშემო მყოფთ ;
    გ ) ეს გარეული ცხოველები შემოყვანილია ამ კანონის 50- ე მუხლის შესაბამისად .
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  21

9. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარეულ ცხოველთა დატყვევება და ტყვეობაში ყოლა დასაშვებია სამინისტროს ლიცენზიით კანონმდებლობით დადგენილი წესით , თუ :
    ა ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ გარეული ცხოველების შენახვის სათანადო პირობები ;
    ბ ) ეს გარეული ცხოველები შემოყვანილია ამ კანონის 50- ე მუხლის შესაბამისად .