Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 50 ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები. 1. პირს შეუწყდება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მან ნებაყოფლობით ისარგებლა თავისი წარმოშობის ქვეყნის დაცვით; გ) მან მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა თავისი წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობა; დ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის მფარველობით; ე) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების გარეთაც იმყოფებოდა დევნის შიშის გამო; ვ) მას არ შეუძლია უარი თქვას თავისი წარმოშობის ქვეყნის მფარველობაზე, რადგანაც აღარ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც მას მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი; ზ) იგი მიმართავს სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებით; თ) ვერ ხერხდება ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით მასთან დაკავშირება, ამასთანავე, მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი; ი) იგი გარდაიცვალა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე, თუ, ადრინდელი დევნის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს წარმოშობის ქვეყნის მფარველობით სარგებლობაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზი. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 50 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსი შეწყდება ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ. 4. პირისათვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტა მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების საფუძველია. |