Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო შესყიდვების შესახებ article 83 საბჭო. 1. საბჭო არის კანონის საფუძველზე შექმნილი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა. 2. საბჭო ყველა ორგანოსგან/პირისგან განცალკევებულია, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება. დაუშვებელია საბჭოზე ან საბჭოს წევრზე ზემოქმედება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოსახდენად. 3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 4. საბჭოს რეგლამენტი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. საბჭოს თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და სააგენტოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. მასში მიეთითება სტატისტიკური მონაცემები და მათი ანალიზი, ძირითადი ტენდენციები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − შესაბამისი წინადადებები საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის თაობაზე. ეს ინფორმაცია ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. |