FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  563

ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები.
1. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
    ა) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდება, აგრეთვე იმ უწყების დასახელება, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ პროცედურებს;
    ბ) შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდება;
    გ) თხოვნის საგანი და მიზეზი;
    დ) სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობა და დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია;
    ე) ამონაწერი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებიდან;
    ვ) საჭიროების შემთხვევაში, იმ პირის (პირთა) თაობაზე მონაცემები, რომლის (რომელთა) მიმართაც უცხო სახელმწიფოში მიმდინარეობს სამართალწარმოება ან/და მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა;
    ზ) იმ ქონების თაობაზე მონაცემები, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, მათ შორის, ინფორმაცია ქონების ადგილმდებარეობის, მისი კონკრეტულ პირთან (პირებთან) ან/და დანაშაულთან კავშირის შესახებ;
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  563

თ) ინფორმაცია იმ პროცედურების თაობაზე, რომელთა განხორციელებასაც ითხოვს შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფო დახმარების აღმოჩენისას.
2. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის 56-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობას ასევე უნდა დაერთოს შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონების ჩხრეკის, ამოღების ან/და ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გადაწყვეტილების ორიგინალი ან დამოწმებული ასლი.
3. თუ ამ კანონის 56-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოთხოვნილია პირის კონსტიტუციურ უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, თანამშრომლობის შესახებ შესაბამის შუამდგომლობას ასევე უნდა დაერთოს შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული მოთხოვნილი ღონისძიების განხორციელების ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების ორიგინალი ან დამოწმებული ასლი, თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  563

4. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის 56-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობას ასევე უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:
    ა) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების ორიგინალი ან დამოწმებული ასლი;
    ბ) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება საბოლოოა და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
    გ) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოცულობით არის მოთხოვნილი ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება;
    დ) ინფორმაცია ქონების ჩამორთმევის აღსრულების პროცესში დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ;
    ე) ინფორმაცია იმის თაობაზე, ჰქონდათ თუ არა მესამე პირებს გამოთქმული რაიმე პრეტენზია ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებით.