Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1644 სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა მოთხოვნებისა და მითითებების შეუსრულებლობა. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციისა და მათი თანამდებობის პირთა მოთხოვნების შეუსრულებლობა გადასახადებისა და სხვა გადასახდელების გაანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის საკითხებზე, აგრეთვე გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამოცდაათ ლარამდე; ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების მიერ გადამხდელთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებზე (მათ შორის სავალუტო ანგარიშზე) შესრულებული (შესასრულებელი) ოპერაციებისა და არსებული ფულადი სახსრების შესამოწმებლად სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მუშაკთა დაუშვებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ოცდაათ ლარამდე; ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების მიერ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად გადამხდელთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებზე (მათ შორის სავალუტო ანგარიშზე) გასულ საანგარიშო პერიოდში შესრულებული ოპერაციებისა და ამ ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების შესახებ მონაცემების წარუდგენლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ას ოთხმოც ლარამდე; |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1644 ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების მიერ გადამხდელთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებიდან (მათ შორის სავალუტო ანგარიშიდან) ფულადი სახსრების გაცემის, გადარიცხვისა და ჩამოწერის ოპერაციების შეჩერების შესახებ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მითითებების შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე. |