Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 244 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების უზრუნველყოფის ზომები. 1. საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როდესაც ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სამართალდამრღვევის სასამართლოში დროულად წარდგენისა და საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობისთვის თავის არიდების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთების გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის წესები განისაზღვრება ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 244 3. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით შეიძლება განხორციელდეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის ღონისძიებები, მათ შორის, მის შესახებ მონაცემები გადამოწმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზებსა და სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. |