Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 432 საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება. 1. კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭება და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის გადახდა მხოლოდ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზეა შესაძლებელი. 2. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს კონკურენტული შერჩევის პროცედურის შესაბამისად ან პირდაპირი მინიჭების საფუძველზე, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 3. კონკურენტული შერჩევის პროცედურა ყველა დაინტერესებული პირისთვის ღია, სამართლიანი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული უნდა იყოს. შესაძლებელია კონკურენტული შერჩევის პროცედურა შესაბამისი წინადადებების მიღებისა და წინასწარი შერჩევის შემდეგ, კანდიდატების მიერ კონკურენტული შერჩევის პროცედურის მოთხოვნების არსში უკეთ გარკვევისა და მისი დაზუსტების მიზნით მათთან მოლაპარაკებების გამართვას ითვალისწინებდეს. |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 432 4. ამ მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის შერჩევასა და მასთან გასაფორმებელ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მარეგულირებელი ნებისმიერი სხვა ნორმატიული აქტის მოქმედება. კონკურენტული შერჩევის პროცედურასა და მისი განხორციელების წესს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 432 5. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს პირდაპირი მინიჭების საფუძველზე, კონკურენტული შერჩევის პროცედურის გარეშე, თუ: ა) ამ ხელშეკრულების საშუალო წლიური ღირებულება 1 000 000 (ერთი მილიონი) ევროს ლარში ეკვივალენტზე ნაკლებია ან საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება მგზავრთა წლიურად 300 000 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე გადაყვანას ითვალისწინებს; ბ) საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევა სერიოზულად ფერხდება ან არსებობს ასეთი შეფერხების რისკი. ამ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს გადაუდებელი ღონისძიება − საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება პირდაპირი მინიჭების საფუძველზე გაფორმდეს ან კონკრეტულ საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორთან არსებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდეს. პერიოდი, რომლითაც საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება ფორმდება ან მისი მოქმედების ვადა გრძელდება ან რომლითაც ამ გადაუდებელი ღონისძიების შედეგად ხდება საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულების დაკისრება, 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს; |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 432 გ) პირდაპირი მინიჭება დასაშვებია ბაზრისა და სარკინიგზო ქსელის შესაბამისი სტრუქტურული და გეოგრაფიული მახასიათებლების, კერძოდ, მოცულობის, მოთხოვნის მახასიათებლების, სარკინიგზო ქსელის სირთულის, ტექნიკური და გეოგრაფიული იზოლირების ან/და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების გათვალისწინებით; დ) პირდაპირი მინიჭების საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმებით საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების ხარისხი ან ხარჯების ეფექტიანობა წინა საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებასთან შედარებით გაუმჯობესდება; ე) ეს ხელშეკრულება ფორმდება საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორთან, რომელიც იმავდროულად მართავს იმ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უმეტეს ნაწილს, რომელზედაც საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება გაიწევა. |