Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 67 ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე. 1. ეს კანონი ვრცელდება იმ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ობიექტების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ. 2. იმ ნაწარმოებზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული საავტორო უფლების დაცვის 70-წლიანი ვადა, ვრცელდება ამ კანონის 31-32-ე მუხლებით გათვალისწინებული საავტორო უფლების მოქმედების ვადები. 3. იმ შესრულებაზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 50 წელი მისი პირველი შესრულებიდან, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლების მოქმედების ვადა. 4. იმ ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, რომელთა შექმნიდან, გამოცემიდან ან საჯარო გაცნობიდან ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 70 წელი, თუ აღნიშნულ ვადაში ისინი არ ყოფილა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 67 5. მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებზე, რომელთა შექმნიდან, პირველი გამოცემიდან ან საჯარო გაცნობიდან ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 70 წელი, თუ აღნიშნულ ვადაში ისინი არ ყოფილა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა. |