Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ტყის კოდექსი article 78 ტყის მოვლა და მისი მიზნები. 1. ტყის მოვლა არის ღონისძიებათა სისტემა, რომლის უმთავრესი მიზნებია: ა) ტყის სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციების (ნიადაგდაცვითი, წყალ- და კლიმატმარეგულირებელი და სხვა სასარგებლო ფუნქციების/ თვისებების) შენარჩუნება და გაუმჯობესება; ბ) ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება; გ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება; დ) სარგებლობის მიზნით ტყეში ფართობის ერთეულიდან მისაღები მერქნის მოცულობის გაზრდა. 2. ტყის მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ტყის მართვის ორგანო „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების დაცვით. 3. ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებით მიიღება შესაბამისი მოცულობის მერქნული რესურსი. ამ რესურსის განკარგვის წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით. 4. კორომთა ხნოვანების, ფუნქციისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება მოვლითი ჭრა, სანიტარიული ჭრა და სარეკონსტრუქციო ჭრა. |