Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სოციალური დახმარების შესახებ article 26 კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები. 1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების შეღავათები. 3. სამინისტრომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცება. 5. 2009 წლის 1 იანვრამდე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებული ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებები ჩაითვალოს ამ კანონის მიხედვით დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ამ დაწესებულებათა დებულებების (წესდებების) დამტკიცება, სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა. |
სოციალური დახმარების შესახებ article 26 9. მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადაცემასთან დაკავშირებით წარმოშობილი ორგანიზაციული, ტექნიკური და სამართლებრივი საკითხების დასარეგულირებლად, პროცესის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი. 10. თუ სამინისტრომ განახორციელა ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით დაფუძნებული დაწესებულებების რეორგანიზაცია, მაშინ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი დაწესებულება (დაწესებულებები) „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ჩაითვალოს ლიცენზირებულად. 11. მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია განხორციელდეს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული, მის სისტემაში არსებული სპეციალიზებული დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნება/რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია (ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების დროისა და აქტის მიუხედავად), დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა/გათავისუფლება. |