Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროკურატურის შესახებ article 10 გენერალური პროკურატურა. 1. გენერალური პროკურატურა არის პროკურატურის ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი. 2. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. გენერალური პროკურორის არყოფნის ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ხოლო გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. 4. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია დეპარტამენტები და სამმართველოები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ მათი მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელეები, სტაჟიორები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 5. დეპარტამენტის და სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. |