FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  10

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ძირითადი მოთხოვნები.
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო. 2. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, მათ შორის, ნადირობა, რე­წვა, მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება), ჭრა და თიბვა, გარდა ამ კანონით, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება.
3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე შესაძლო მავნე ანთროპოგენური ზეგავლენის მოხდენის გათვალისწინება სავალდებულოა:
    ა) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემის პროცესში;
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  10

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ძირითადი მოთხოვნები. .
    ბ) (ამოღებულია);
    გ) საქა რთველოს ტყის კოდექსის შესაბამისად სამეურნეო, მოვლითი და სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელებისას ან/და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვისას და განხორციელებისას;
    დ) სასუქების, შხამქიმიკატებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, აგრეთვე იმგვარი საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისას, რომელმაც შეიძლება უშუალოდ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მოსპობა, რაოდენობის შემცირება, საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება.