Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ჩეკის შესახებ article 1 ჩეკის ფორმა. 1. ჩეკი შეიცავს: ა) სიტყვას „ჩეკი” დოკუმენტის სათაურში და ტექსტში იმ ენაზე‚ რომელზეც შედგენილია ტექსტი; ბ) უპირობო დათქმას მითითებული თანხის გადახდის შესახებ; გ) გადამხდელის დასახელებას; დ) განაღდების ადგილს; ე) ჩეკის გამოწერის ადგილსა და თარიღს; ვ) ჩეკის გამოწერის ხელმოწერას. 2. ჩეკს‚ რომელსაც არ გააჩნია ჩამოთვლილი რეკვიზიტები‚ გარდა ამ მუხლში განსაზღვრული შემთხვევებისა‚ ჩეკის ძალა არა აქვს. 3. რაიმე განსაკუთრებული მითითების უქონლობისას გადამხდელის დასახელების გვერდით აღნიშნული ადგილი მიიჩნევა განაღდების ადგილად. თუ გადამხდელის დასახელების გვერდით რამდენიმე ადგილია მითითებული‚ ჩეკის განაღდების ადგილად მიიჩნევა პირველად დასახელებული ადგილი. 4. თუ არ არსებობს სხვა მითითება‚ ჩეკის განაღდების ადგილად მიიჩნევა გადამხდელის ძირითადი ადგილსამყოფელი. 5. ჩეკი‚ რომელშიც არ არის ნაჩვენები გამოწერის ადგილი‚ მიიჩნევა გამოწერილად იმ ადგილას‚ რომელიც მითითებულია გამომწერის დასახელების გვერდით. |