Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 412 დავების განმხილველი კომისიისთვის მიმართვის უფლება. 1. საგადახდო მომსახურების მომხმარებელ ფიზიკურ პირს, ხოლო მომხმარებელ იურიდიულ პირსა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ კრიტერიუმებს, უფლება აქვთ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინააღმდეგ საჩივრით მიმართონ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომ − კომისია) მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხის გაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს, თუ საჩივრით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს არ აღემატება. მომხმარებელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს კომისიისთვის მიმართვის გარეშე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 412 3. მხარე უფლებამოსილია დაასაბუთოს თავისი პოზიცია და კომისიას წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დავის მხარეს/მხარეებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების (მათ შორის, კონფიდენციალური) წარდგენა. კომისიას აგრეთვე უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია ან/და მტკიცებულება (მათ შორის, კონფიდენციალური) მოსთხოვოს ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს, აგრეთვე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს. ინფორმაციის/ მტკიცებულებების წარდგენის ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ, არანაკლებ 5 სამუშაო დღისა. შესაბამისი სუბიექტის დასაბუთებული მოთხოვნითა და კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებული არიან კომისიას უპასუხონ შესაბამის ვადაში და მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 412 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების მოთხოვნა აჩერებს დავის გადაწყვეტისთვის ამ კანონის 41-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინებას. ვადის დინება გაგრძელდება მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენის შემდეგ ან ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენისთვის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. |