Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო ვალის შესახებ article 32 იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილება. 1. იმპორტის დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები ეკონომიკურ აგენტებს უნაწილდებათ ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებულ სახსრებს ყიდის აუქციონზე. 3. თუ იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების აუქციონზე გაყიდვა შეუძლებელია, ისინი ნაწილდება საქართველოს საფინანსო დაწესებულებების მეშვეობით, ამ კანონის 30-ე და 31-ე მუხლების მე-2 პუნქტების დებულებათა შესაბამისად. 4. იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებულ სახსრებს, რომლებიც განეკუთვნება ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ ორგანიზაციებს, ანაწილებს უშუალოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები ნაწილდება შემდეგი პირობებით: ა) სახსრები, რომლებიც ნაწილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დებულების შესაბამისად, შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი წლით; ბ) ეკონომიკური აგენტები სახელმწიფო საგარეო სესხების მისაღებად საფინანსო დაწესებულებებში წარადგენენ ბიზნეს-გეგმებს ზუსტად მითითებული იმპორტული პროდუქციის დანიშნულებითა და მასზე მოთხოვნილებით; |
სახელმწიფო ვალის შესახებ article 32 გ) თუ უშუალოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ განსახორციელებელი იმპორტის თანხა აღემატება 50 ათას აშშ დოლარს, მაშინ საქონლის შესყიდვა აუცილებლად ხდება ტენდერის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |