Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საკონსულო საქმიანობის შესახებ article 16 საკონსულო ოლქის შემოვლა. 1. საკონსულო ოლქის შემოვლის აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია განახორციელოს საკონსულო ოლქის შემოვლა. 2. საკონსულო ოლქის შემოვლის აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას, განახორციელოს საკონსულო ოლქის შემოვლა, ხოლო სხვა საკონსულო თანამდებობის პირი წერილობით მიმართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს და საკონსულო დეპარტამენტს. 21. საკონსულო დეპარტამენტი უფლებამოსილია საკონსულო თანამდებობის პირს გაუწიოს რეკომენდაცია საკონსულო ოლქის შემოვლის შესახებ. 3. საკონსულო ოლქის შემოვლა გულისხმობს საკონსულო ოლქის ფარგლებში საქართველოს ფიზიკურ პირთა კომპაქტური დასახლების ადგილების მონახულებას, მათი პრობლემების შესწავლას, მათთვის აქტუალური და საკონსულო თანამდებობის პირის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ადგილზე გარკვეული დახმარების გაწევას. |