FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  84

საბჭოს წევრთა დანიშვნა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა.
1. საბჭო შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 5 წლის ვადით დანიშნული 5 წევრისგან. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შესაძლებელია დაინიშნოს მხოლოდ ორჯერ.
2. საბჭოს წევრად შესაძლებელია დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება/უმაღლესი ეკონომიკური განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ამასთანავე, საბჭოს წევრთა არანაკლებ ნახევარს უნდა ჰქონდეს ამ პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება.
3. საბჭოს წევრი არ შეიძლება:
    ა) დასაქმებული იყოს სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და კერძო დაწესებულებაში;
    ბ) ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა;
    გ) კონსულტაციას უწევდეს შემსყიდველ ორგანიზაციას, ეკონომიკურ ოპერატორს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს;
    დ) იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  84

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით ქმნის შესარჩევ კომისიას, რომლის შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეები. შესარჩევი კომისიის დებულება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
5. საბჭოს წევრობის კანდიდატთა ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში შერჩევის მიზნით შესარჩევი კომისია აცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საბჭოს წევრობის კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადებიდან არანაკლებ 10 დღის ვადა.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  84

6. განაცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა შესარჩევი კომისია იმ პირთაგან, რომლებიც საბჭოს წევრობისთვის ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, შეარჩევს საბჭოში არსებული ვაკანტური თანამდებობების რაოდენობაზე ორჯერ მეტ კანდიდატს. საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში შესარჩევმა კომისიამ ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე შესარჩევი კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრობის კანდიდატთა შეფასება მათ რეპუტაციას, პროფესიულ ცოდნას, აქტივობასა და სამუშაო გამოცდილებას უნდა ეყრდნობოდეს.
7. თუ შესარჩევი კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატებს ვერ შეარჩევს, იგი არაუგვიანეს 5 დღისა ხელახლა აცხადებს კონკურსს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
8. შესარჩევი კომისია შერჩეულ საბჭოს წევრობის კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში ნიშნავს საბჭოს წევრს/წევრებს ან უარს ამბობს მის/მათ დანიშვნაზე. პრემიერ-მინისტრის მიერ საბჭოს წევრის/წევრების დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევაში შესარჩევი კომისია არაუგვიანეს 5 დღისა ხელახლა აცხადებს კონკურსს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  84

9. საბჭოს წევრმა უფლებამოსილების განხორციელების დაწყების დღიდან უნდა დატოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეუთავსებელი თანამდებობა ან შეწყვიტოს იმავე პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი საქმიანობა.
10. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ვადის გასვლით, თუ იგი ხელახლა არ დაინიშნა თანამდებობაზე ისე, რომ შენარჩუნდეს მისი უფლებამოსილების უწყვეტობა. დაუშვებელია საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
    ა) პირადი განცხადების წარდგენა;
    ბ) გარდაცვალება;
    გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
    დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
    ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
    ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
    ზ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან იმავე პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
    თ) ბოლო 12 თვეში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უფლებამოსილების განუხორციელებლობა და სამედიცინო დასკვნის არსებობა, რომლითაც დასტურდება, რომ საბჭოს წევრი უფლებამოსილებას ვეღარ განახორციელებს.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  84

11. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება:
    ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მის მიერ განცხადების საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენისთანავე. საბჭოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება მის მიერ განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე;
    ბ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – შესაბამისი გარემოების დადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურების მომენტიდან;
    გ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტიდან.
12. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ან მისი შეწყვეტის საფუძვლის/საფუძვლების წარმოშობის თაობაზე. თუ საბჭოს თავმჯდომარეს შეუწყდა უფლებამოსილება ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი/საფუძვლები წარმოიშვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაბამის ინფორმაციას აწვდის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  84

13. პირს, რომელსაც შეუწყდა საბჭოს წევრის უფლებამოსილება, შეუძლია მისი შეწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.
14. საბჭოს წევრის შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 60 დღისა და არაუგვიანეს 40 დღისა, ხოლო საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 დღისა. საბჭოს ახალდანიშნული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საბჭოს წინამორბედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე. თუ საბჭოს წინამორბედ წევრს უფლებამოსილება უკვე შეუწყდა, საბჭოს ახალდანიშნული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დანიშვნისთანავე დაიწყებს.