Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
შრომის ინსპექციის შესახებ article 20 ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შრომითი ნორმების დარღვევისთვის. 1. შრომითი ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება: ა) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით; ბ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული დარღვევისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა სპეციალური კანონით. საკითხები, რომლებიც არ წესრიგდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან სხვა სპეციალური კანონით, რეგულირდება ამ თავით. 3. შრომითი ნორმების დარღვევისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: ა) გაფრთხილება; ბ) ჯარიმა; გ) სამუშაო პროცესის შეჩერება. |
შრომის ინსპექციის შესახებ article 20 4. შრომის ინსპექციის სამსახური სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში განსაზღვროს, როდის რომელი ადმინისტრაციული სახდელი უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში − რა ოდენობის ჯარიმა უნდა იქნეს დაკისრებული. ადმინისტრაციული სახდელი დარღვევის თანაზომიერი უნდა იყოს. 5. შრომის ინსპექციის სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას გასცემს მითითებას აღმოჩენილი დარღვევის შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში გამოსწორების შესახებ. |
შრომის ინსპექციის შესახებ article 20 6. აღმოჩენილი დარღვევის გამოსწორებისთვის გონივრულ ვადას შრომის ინსპექციის სამსახური განსაზღვრავს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებასთან (არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელთან (არსებობის შემთხვევაში) კონსულტაციის საფუძველზე, რაც აღინიშნება შესაბამის ოქმში. ამ ოქმს ხელს აწერენ შრომის ინსპექციის სამსახური და დამსაქმებელი. შესაბამისი ოქმის ხელმოწერაზე დამსაქმებლის უარს და უარის თქმის მიზეზს შრომის ინსპექციის სამსახური აღნიშნულ ოქმში უთითებს. დამსაქმებლის უარი ამ ოქმის ნამდვილობაზე გავლენას ვერ მოახდენს. 7. შრომის ინსპექციის სამსახური აღმოჩენილი დარღვევის გამოსასწორებლად ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაცემული მითითებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ამოწმებს სამართალდამრღვევს, რის შესახებაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აღინიშნება ამ მითითების შესრულების მდგომარეობა, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა. |
შრომის ინსპექციის შესახებ article 20 8. აღმოჩენილი დარღვევის გამოსასწორებლად გაცემული მითითებით დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შრომის ინსპექციის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისა და გაცემული მითითების შესასრულებლად სამართალდამრღვევისთვის დამატებითი გონივრული ვადის მიცემის შესახებ. 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შრომის ინსპექციის სამსახური გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი დაუყოვნებლივ გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მასში მითითებულ მხარეს პირადად ვერ ჩაჰბარდება, გამოიყენება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი. 10. შრომის ინსპექციის სამსახური დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დააკისრებს საურავს აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელდება იძულებითი აღსრულება. |
შრომის ინსპექციის შესახებ article 20 11. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება დამსაქმებელს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისგან. 12. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, გარდა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ სამუშაო პროცესის შეჩერების სხვა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ბავშვთა შრომის ან/და იძულებითი შრომის ამკრძალავი დებულებების დარღვევისთვის. 13. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. |