Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 13 სერტიფიკატის განახლება. 1. კაპიტანი, ოფიცერი, რადიოოპერატორი, რომელსაც აქვს კონვენციის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული ან აღიარებული სერტიფიკატი (გარდა STCW-ის კოდექსის V/3 რეგლამენტით ან VI თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და რომელიც მსახურობს ან აპირებს იმსახუროს გემზე, ვალდებულია ეს სერტიფიკატი 5 წელიწადში ერთხელ განაახლოს. აღნიშნული პირის სერტიფიკატი განახლდება, თუ: ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) პირს აქვს განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა, რაც გულისხმობს, რომ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ბ.ა) აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში ჯამში არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებით ან სერტიფიკატის განახლებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტი 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებით; ბ.ბ) შესრულებული აქვს ამ პუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟისთვის სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების ეკვივალენტური ფუნქციები; ბ.გ) ჩაბარებული აქვს სათანადო გამოცდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ.დ) წარმატებით აქვს გავლილი სააგენტოს მიერ აღიარებული საწვრთნელი კურსი; |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 13 ბ.ე) ჯამში არანაკლებ 3 თვის განმავლობაში შესრულებული აქვს სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შემსრულებელ პირზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი რანგის ოფიცრის ფუნქციები და სერტიფიკატი ძალაშია იმ რანგის მიღებამდე, რომლისთვისაც იგი გადის წვრთნას. 2. გემზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანმა, ოფიცერმა ან რადიოოპერატორმა წარმატებით უნდა გაიაროს საერთაშორისოდ აღიარებული სათანადო წვრთნა. 3. ტანკერზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანი, უფროსი მექანიკოსი და ოფიცერთა შემადგენლობაში შემავალი სხვა პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ამასთანავე, მათ მოეთხოვებათ, არაუმეტეს 5-წლიანი ინტერვალით, სათანადო ტიპის ტანკერისათვის შენარჩუნებული ჰქონდეთ განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა, რომელიც დგინდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 4. კაპიტნის, ოფიცრისა და რადიოოპერატორის ცოდნის გასაღრმავებლად სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ზღვაზე უსაფრთხოების, უშიშროებისა და ზღვის გარემოს დაბინძურებისაგან დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებები ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს დროშით მცურავ გემზე. |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 13 41. პოლარულ წყლებში მცურავ გემზე მუშაობის გასაგრძელებლად კაპიტანი ან ოფიცერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად 5 წელიწადში ერთხელ დაადასტუროს თავისი განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა. ამ მიზნით აღნიშნული პირი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) უნდა ჰქონდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამ კანონის 41-2 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებით; ბ) ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სათანადო გამოცდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი აღიარებული საწვრთნელი კურსი. 5. კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად პირს უნდა ჰქონდეს მოქმედი სერტიფიკატები ან სათანადო წვრთნის გავლის დოკუმენტური დასაბუთება, რომლებიც/რომელიც მოქმედებს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში. 6. ამ მუხლში აღნიშნული სათანადო წვრთნა მოიცავს: ა) კაპიტნისა და საგემბანე განყოფილების ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის II თავით გათვალისწინებულ წვრთნებს; ბ) სამანქანე განყოფილების ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის III თავით გათვალისწინებულ წვრთნებს; გ) რადიოოპერატორის შემთხვევაში − STCW-ის კოდექსის IV თავით გათვალისწინებულ წვრთნებს; |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 13 დ) ტანკერის ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში – STCW-ის კოდექსის V თავით გათვალისწინებულ წვრთნებს. 7. ამ კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ტანკერზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანი, ოფიცერი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა, ვალდებულია წარმოადგინოს ერთ-ერთი შემდეგი საბუთი: ა) შესაბამის ტანკერზე ბოლო 5 წლის განმავლობაში სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელი საბუთი; ბ) შესაბამისი აღიარებული საწვრთნელი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი. 8. ამ მუხლის მიზნებისათვის „შესაბამისი ტანკერი“ და STCW-ის კოდექსის A-I/11 ნაწილის 3.2 პუნქტით გათვალისწინებული „შესაბამისი აღიარებული საწვრთნელი კურსი“ გულისხმობს, რომ ტანკერი და საწვრთნელი კურსი შეესაბამება ტანკერის იმ ტიპს, რომელზე მუშაობის უფლებაც აქვს ოფიცერს თავისი სერტიფიკატით. 9. STCW-ის კოდექსის VI თავის შესაბამისად, კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელი ყველა მეზღვაური ვალდებულია 5 წელიწადში ერთხელ წარმოადგინოს სააგენტოს მიერ აღიარებულ საწვრთნელ ცენტრში შესაბამისი წვრთნის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნილი კომპეტენციის სტანდარტის დასადასტურებლად. |