Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 31 ორგანოს პრეზერვაცია, შეფუთვა, მარკირება და ტრანსპორტირება. 1. მოპოვებული ორგანოს პრეზერვაცია, შეფუთვა, მარკირება და ტრანსპორტირება ხორციელდება ამ კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციული პროტოკოლების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანოს მოპოვებასა და გადანერგვას ერთი და იგივე გადანერგვის ცენტრი ახორციელებს. 2. თუ ხორციელდება ორგანოს გადატანა იმ გადანერგვის ცენტრში, სადაც ის არ ყოფილა მოპოვებული, მას ტრანსპორტირებისას უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) გარე ეტიკეტი. ამ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა.ა) განცხადება, რომ შეფუთვა შეიცავს ადამიანის ორგანოს, ინფორმაცია ორგანოს სახეობის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში − მისი ანატომიური ადგილმდებარეობა (მარჯვნივ, მარცხნივ) და გაფრთხილება: „ადამიანის ორგანო. განკუთვნილია გადასანერგად. მოეპყარით ფრთხილად!“; ა.ბ) ორგანოს წარმოშობისა და დანიშნულების ადგილები, კერძოდ, დონორი კლინიკა/შესაბამისი დაწესებულება და გადანერგვის ცენტრი, მისი გაგზავნისა და მიღებისთვის პასუხისმგებელ პირთა სახელები, აგრეთვე დონორი კლინიკის/შესაბამისი დაწესებულების და გადანერგვის ცენტრის მისამართები და ტელეფონის ნომრები; ა.გ) ორგანოს დონორი კლინიკიდან/შესაბამისი დაწესებულებიდან გატანის თარიღი და დრო; |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 31 ა.დ) ორგანოს ტრანსპორტირების რეკომენდებული პირობები, მათ შორის, კონტეინერის შესაბამის ტემპერატურასა და პოზიციაში შენახვის ინსტრუქციები; ბ) ინფორმაცია დონორის დახასიათებისა და ორგანოს დახასიათების შესახებ, ორგანოს მოპოვებისა და პრეზერვაციისთვის გამოყენებული საშუალებების თაობაზე; გ) ინფორმაცია ჩატარებული გამოკვლევებისა და მათი შედეგების შესახებ. 3. ორგანოს ტრანსპორტირებაში მონაწილე ორგანიზაციას, დაწესებულებას და ამ პროცესში ჩართულ სხვა პირს ადგილზე უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პროტოკოლები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტრანსპორტირების დროს ორგანოს ვარგისობა და აღნიშნული პროტოკოლებით განსაზღვრული პროცედურების გონივრულ ვადაში განხორციელება ამ კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციული პროტოკოლის შესაბამისად. 4. ორგანოს ტრანსპორტირება, სპეციფიკური კლინიკური მოთხოვნებისა და გადაუდებლობის გათვალისწინებით, უნდა დაიგეგმოს ორგანოს გადანერგვის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის კრიტერიუმების დაცვით. |