Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 68 წლიური და ნახევარი წლის ანგარიშების შედგენისა და გამოქვეყნების ვალდებულება. 1. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული ან აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან შეადგინონ და გამოაქვეყნონ წლიური და ნახევარი წლის ანგარიშები. 2. წლიური ანგარიში შედგენილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 15 მაისისა. თუ საინვესტიციო ფონდის ფინანსური წელი კალენდარული წლისგან განსხვავდება, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს საინვესტიციო ფონდის წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს ამ საინვესტიციო ფონდის ფინანსური წლის დასრულებიდან 4 თვისა. ნახევარი წლის ანგარიში შედგენილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს მიმდინარე კალენდარული წლის 15 აგვისტომდე. თუ საინვესტიციო ფონდის ფინანსური წელი კალენდარული წლისგან განსხვავდება, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს საინვესტიციო ფონდის ნახევარი წლის ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან 2 თვისა. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 68 3. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს საბალანსო უწყისს ან აქტივებისა და ვალდებულებების ანგარიშგებას, ფინანსური წლის შესაბამის მოგება-ზარალის დეტალურ ანგარიშს, ფინანსური წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშსა და სხვა ინფორმაციას, რომელიც გათვალისწინებულია საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით ან რომელიც, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებლობას მისცემს ინვესტორებს, ინფორმირებულად შეაფასონ საინვესტიციო ფონდის საქმიანობის განვითარება და მისი შედეგები. 4. წლიური ანგარიში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა მოიცავდეს: ა) აქტივების მმართველი კომპანიისა და საინვესტიციო კომპანიის მიერ ფინანსური წლის განმავლობაში პერსონალისთვის გადახდილ, ფიქსირებულ და ცვლად ანაზღაურებად დაყოფილ ჯამურ ანაზღაურებას, აგრეთვე მიმღები პირების რაოდენობას და საინვესტიციო ფონდის მიერ უშუალოდ გადახდილ თანხებს (მათი არსებობის შემთხვევაში), წარმატების საკომისიოს ჩათვლით; ბ) ანაზღაურების ჯამურ ოდენობას ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლების კატეგორიების შესაბამისად; გ) გაცემული ანაზღაურებისა და სარგებლის დაანგარიშების მეთოდის აღწერას; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 68 დ) ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანაზღაურების პოლიტიკაში შეტანილ არსებით ცვლილებებს. 5. წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებში წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაცია მომზადებული უნდა იყოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების ან იმ ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, სადაც დაფუძნებულია საინვესტიციო ფონდი. 6. წლიურ ანგარიშში წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაციის აუდიტი ხორციელდება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღიარებული საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას ან საინვესტიციო კომპანიას ნება დართოს, წლიური ანგარიშის აუდიტი განახორციელოს იმ ქვეყანაში მოქმედი წესების მიხედვით, სადაც დაფუძნებულია საინვესტიციო ფონდი, თუ ეს წესები აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. |